შეკითხვა: | რა აჩქარებით უნდა ამოძრავდეს ბაგირი ტვირთით, რომ ბაგირის დაჭიმულობის ძალა 2,5 ჯერ გაიზარდოს? |
---|---|
პასუხი: | თავიდან ტვირთი უბრალოდ დაკიდებულია ბაგირით... იგი უძრავია - ე.ი. ტვირთის სიმძიმის ძალა გაწონასწორებულია ბაგირის დაჭიმულობის T1=T ძალით, ანუ mg = T. შემდეგ ბაგირის დაჭიმულობის ძალა გაზარდეს 2,5 -ჯერ - T2=2,5T=2,5mg (ბაგირი ზემოდან რაღაც საშუალებით გაჭიმეს) - ანუ ტოლქმედი განსხვავებულია ნულისაგან, რის შედეგად ბაგირიც და ტვირთიც ამოძრავდნენ a აჩქარებით. დავწერთ ნიუტონის მეორე კანონს: T2 - mg = ma ...........2,5mg - mg = ma .... აქედან კი აჩქარება: a = 1,5g = 15 მ/წმ2 ---------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |