შეკითხვა:

გამარჯობა, თქვენი საიტის კითხვებს ვათვალიერებდი და ერთი ასეთი ვნახე: წყალსატევის 2 სხვადასხვა წერტილში წარმოქმნილი ტალღების ამპლიტუდები ტოლია და უდრის 0.2 მ. რისი ტოლი იქნება მათი ზედდებისასდ წარმოქმნილი ტალღის ამპლიტუდა თუ: ა)შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში თხემებით ბ) შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში ერთის თხემი და მეორის ღრმული ----> ამ ორივეს პასუხი გასაგებია მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა გ) თუ ერთმანეთს შეხვდებიან ღრმულებით???? აქაც შევკრებთ ამპლიტუდებს? მადლობა წინასწარ ^_^ <3

პასუხი:

აბა რა!   laugh  იმ ღრმულებს ხომ ნახევარი პერიოდის შემდეგ თხემები მოყვება.

მოკლედ...  თუ განსხვავება მანძილებს შორის  მოცემული წერტილიდან ტალღის წყაროებამდე(რასაც სვლათა სხვაობას უწოდებენ  ---\(\bigtriangleup d\) )  ტალღის სიგრძის (\(\lambda\)) ჯერადია   ანუ  ტალღის სიგრძის ნახევრის ლუწი რიცხვის ჯერადია  \(\bigtriangleup d\) =( 2n) • (\(\lambda\)/2),   მაშინ  ხდება  გაძლიერება ...მიიღება   მაქსიმუმები 

და თუ  კენტი რიცხვის ჯერადია  \(\bigtriangleup d\) =( 2n - 1) • (\(\lambda\)/2)   ....  ხდება შესუსტება - ჩაქრობა .... მიიღება მინიმუმები

----------------------------

ოლეგი გაბრიაძე