შეკითხვა:

გამარჯობათ,  შეგიძლიათ თეორიულად ამიხსნათ 220ვ ძაბვაზე  მიმდევრობით შეერთებული 25 და 100 ვტ სიმძლავრის ნათურებიდან, რომელი ნათურა გაანათებს უფრო კარგად, თუ მათ ჩავრთავთ იმავე ძაბვის წრედში რომელზედაც ისინია გაანგარიშებული.

პასუხი:

ამოცანის პირობა ასე უნდა იყოს ჩამოყალიბებული:  220 ვ ძაბვაზე გათვლილი 25 ვტ და 100 ვტ -იანი ნათურებიდან რომელი გაანათებს უფრო კარგად, თუ მათ მიმდევრობით ჩავრთავთ  იმავე ძაბვის წრედში რომელზედაც ისინია გაანგარიშებული(ანუ 220 ვ ძაბვაზე - ).

მუდმივი ძაბვისას   განვითარებული სიმძლავრე დაითვლება ფორმულით  P = U2/R , რის გამოც 25 ვტ-იანი ნათურას წინაღობა არის  R1 =U2/P = 2202/25 = 1936 ომი ხოლო 100 ვტ-იანის კი R2 = 2202/100 = 484 ომი.   R= 4 R2

მათი მიმდევრობით ჩართვისას სრული წინაღობა იქნება R = R1 + R2 =1936 + 484 =   2420 ომი,  ხოლო 

თითოეულ მათგანში გამავალი დენის ძალა იქნება ერთიდაიგივე   I=U/R = 220/2420 = 11/121=1/11 ა...

ერთიდაიგივე დენის ძალისას კი მოხმარებული დენის სიმძლავრე დაითვლება ფორმულით:  P''= I2R  ... ამიტომ 25 ვტ-იანი ნათურას  მიერ მოხმარებული ახალი სიმძლავრე იქნება P1'' =I2R1 = 1936/121=16 ვტ ხოლო 100 ვტ იანის კი   P2''  = 484/121 = 4 ვტ

საბოლოოდ 25 ვტიანი  ნათურა ამ შემთხვევაში  მოიხმარს       .......16 ვტ სიმძლავრეს(მისი სიკაშკაშე ნაკლები იქნება  ნომინალურთან შედარებით)

100 ვტიანი კი     ..................................................................................4 ვტ-ს 

ანუ  ამ შემთხვევაში(მიმდევრობითი ჩართვისას)  მართალია ნაკლები სიკაშკაშით, მაგრამ 25 ვტ-იანი  4-ჯერ  მეტად გაანათებს ვიდრე 100 ვტ-იანი( რომელიც ოდნავ იბჟუტებსwink-არც კი).

--------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე