შეკითხვა: | რატომ აქვს თოვლის ფიფქს ექვსკუთხედის ან ექვსკუთხა ვარსკვლავის ფორმა? |
---|---|
პასუხი: | გთავაზობთ ვრცელ ინფორმაციას თოვლის ფიფქზე, მათ ზომებზე, ფორმებზე და მათთან დაკავშირებულ საინტერესო მოვლენებზე. თოვლის ფიფქები წარმოიქმნება მცირე ზომის ყინულის კრისტალებისგან, რომელთაც ექვსკუთხედის ფორმა აქვთ. ძალიან ძლიერი ყინვების დროს (როდესაც ტემპერატურა -300C-ზე ქვევითაა) ყინულის კრისტალები ცვივა "ალმასის მტვრის" სახით - ამ შემთხვევაში დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ძალიან ფუფმფულა თოვლის ფენა, რომელიც შედგება თხელი ყინულოვანი ნემსებისგან. ყინულის კრისტალები, ღრუბელში მოძრაობის დროს, იზრდებიან წყლის ორთქლის გამყარების პროცესის ზარჯზე. თუ როგორ ხდება ეს ზრდა, დამოკიდებულია გარე პირობებზე, კერძოდ ტემპერატურასა და ჰაერის სიმკვრივეზე. ამ დამოკიდებულების თვისებები, მეცნიერებმა ზოგადი სახით დაადგინეს, მაგრამ მათი ახსნა ამ დროისათვის ვერ შეძლეს. ზოგიერთ პირობებში, თოვლის ფიფქები (რომელთაც, როგორც უკვე ვახსენეთ წარმოქმნისას ექვსკუთხედის ფორმა აქვს) თავიანთი ღერძის გასწვრივ სწრაფად იზრდებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება გაჭიმული ფორმის ფიფქები - ექვსკუთხა სვეტის ან ნემსის ფორმის (სურ. ა). ზოგ პირობებში კი ფიფქების იზრდებიან მათი ღერძის პერპენდიკულარულად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ექვსკუთხედის, ან ექვსკუთხა ვარსკვლავის ფორმის ფიფქები (სურ. ბ). ვარდნილ ფიფქს შეიძლება მიეკროს წყლის წვეთი, რის შედეგადაც წარმოიქმნებაარაწესიერი ფორმის ფიფქი (სურ .გ). აქედან აშკარად ჩანს, რომ გავრცელებელული აზრი, იმის შესახებ, რომ ყველა ყველა ფიფქს ექვსკუთხედის ან ექვსკუთხა ვარსკვლავის ფორმა აქვს, არასწორია.ფიფქების ფორმები ძალიან განსხვავებულია. არსებობს ფიფქების მიკროფოტოგრაფიების კოლექცია, სადაც დაფიქსირებულია ერთმანეთისგან ფორმით და ზომით განსხვავებული 5 000 ფიფქი. განსაზღვრულ პირობებში (კერძოდ, აუცილებელია უქარო ამინდი) ვარდნილ ფიფქები ერთმანეთს ეკვრიან და წარმოიქმნება უზარმაზარი თოვლის ფანტელი. ფანტელის დიამეტრი შეიძლება აღწვდეს 10 სმ-ს ან მეტსაც. მოფარფატე ფიფქს ემუქრება ორის საფრთზე. პირველი, ფიფქი შეიძლება მოხვდეს ჰაერის თბილ ნაკადში და დადნეს. მეორე, ფიფქის ვარდნის დროს, მისი ზედაპირიდან მუდმივად მიმდინარეობს წყლის აორთქლება, რასაც ქარიც ხელს უწყობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რაც უფრო მცირე ზომისაა ფიფქი, მით უფრო სწრაფად ორთქლდება იგი. პირველად ორთქლდება ფიფქის შვერილები და ამოზნექილობები, უპირველეს ყოვლისა კი ფიფქის მკვეთრი დაბოლოებები. აქედან გამომდინარეობს, რომ რაც უფრო დიდხანს ვარდება ფიფქი, მით უფრო მრგვალდება და პატარავდება ის. ესე იგი სულაც არ არის აუცილებებელი ღრუბლიდან წამოსულმა ფიფქემბა, გამოწვიონ თოვა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გზაში თოვლი გადაიქცეს წვიმად, ან სრულაც აორთქლდეს, ისე რომ დედამიწის ზედაპირამდე ვერც მოაღწიოს. მთებში, მანძილი ღრუბლებიდან მიწამდე, უფრო მცირეა, ამიტომ თოვლი აქ უფრო ნაკლებად ორთქლდება და იცვლის ფორმას. ამიტომ მთებში თოვლი უფრო ხშირად და უფრო ლამაზი ფიფქების სახით გვევლინება. |