შეკითხვა: | განსაზღვრეთ საათის საათების წუთების წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდი |
---|---|
პასუხი: | ბრუნვის პერიოდი არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ხდება ერთი სრული ბრუნი - ერთ ბრუნზე მონდომებული დრო. ხშირად იგი ფიზიკაში აღინიშნება T -თი. მოიძიე სახლში(ან მეზობლებში მაინც) ისრებიანი (ციფერბლატიანი) საათი და კარგად დააკვირდი... ხშირ შემთხვევებში მას აქვს სამი ისარი: 1) საათების მაჩვენებელი ისარი . იგი შედარებით მოკლეა და სქელი ... ჰოდა რამდენ ხანში ასრულებს იგი 1 სრულ ბრუნს?- ანუ რისი ტოლია მისი ბრუნვის პერიოდი? ........ თორ...? თორ...? არა....თორნიკე არა ! 2) წუთების მაჩვენებელი ისარი . იგი შედარებით გრძელია და სქელი ... ჰოდა რამდენ ხანში ასრულებს იგი 1 სრულ ბრუნს?- ანუ რისი ტოლია მისი ბრუნვის პერიოდი? .... მე რომ გითხრა მისი ბრუნვის პერიოდი ექვსი საათის ტოლია(თქო) - შენ დამიჯერებ? 3) წამების მაჩვენებელი ისარი . იგი გრძელია და თხელი, წვრილი ... ჰოდა რამდენ ხანში ასრულებს იგი 1 სრულ ბრუნს?- ანუ რისი ტოლია მისი ბრუნვის პერიოდი? ..... დიახ! 60 წმ ...ანუ 1 წთ. |