შეკითხვა:

რატომ წარმოიქმნება ორპირი, როდესაც სახლში ორი ფანჯარაა ღია?

პასუხი:

ორპირის გამომწვევი მიზეზი არის წნევათა სხვადასხვაობა სახლის სხვადასხვა მხარეს. მაგალითად თუ სახლის ერთი მხარე მზიანია, ხოლო მეორე ჩრდილიანი, მაშინ სახლის იმ მხარეს საითაც მზეა, წნევა მაღალია, ხოლო საითაც ჩრდილია - დაბალი. ამიტომ თუ მზიან მხარეს გავხსნით ერთ, ფანჯარას, ხოლო ჩრდილიან მხარეს მეორეს დაიწყება ჩვენი სახლის გავლით წნევათა დაბალანსება, ანუ მზიანი მხრიდან ჰაერი დაიწყებს ჩრდილიანისკენ გადაადგილებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მცირე ნიავი ოთახში. რაც უფრო მაღალია წნევათა სხვადასხვაობა სახლის სხვადასხვა მხარეს, მით უფრო ძლიერი იქნება ეს ქარი.