შეკითხვა: | რა შეიძლება იყოს ვარსკვლავთ შორის სივრცეში ატომთა იონიზაციის მიზეზი? |
---|---|
პასუხი: | ვარსკვლავთშორის სივრცეში ატომთა იონიზაციის მიზეზი არის ვარსკვლავების გამოსხივება და კოსმოსური სხივები - სწრაფი ნაწილაკების ნაკადი, რომლითაც მთელი სამყარო, ყველა მიმრთულებით განიმსჭვალება. ეს პროცესი ძირითადად ხდება O და B სპექტრული კლასის ვარსკვლავების ხარჯზე, რადგან მათ აქვთ ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება, რომლის ტემპერატურა საშუალოდ 200000-300000K-ია. ასეთ ვარსკვლავებთან ახლოს წარმოიქმნება ემისიური (გამოსხივებადი) ნისლეულები -იონიზირებული აირის (პლაზმის) ღრუბლები, რომლებიც ხილულ სპექტრულ დიაპაზონში სხვადასხვა ფერებს ასხივებენ. |