შეკითხვა:

რა არის სკალარული,ვექტორული სიდიდე? წინასწარ მადლობა

პასუხი:

სკალარული სიდიდეები ხასიათდებიან მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობით(როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც). ასეთი სიდიდეებია:

 დრო, მასა, სიმკვრივე, გავლილი მანძილი, ფართობი, მოცულობა, აბსოლუტური ტემპერატურა, წინაღობა,  და სხვა..- დადებითი რიცხვითი მნიშვნელობებით

ასევე  მუშაობა, ენერგია, გადადგილების გეგმილი, სიჩქარის გეგმილი დენის ძალა, პოტენციალი, მუხტი და სხვა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობებითაც.

ვექტორული სიდიდეებს კი გააჩნიათ ორი მახასიათებელი: 1)  რიცხვითი მნიშვნელობა(მოდული), რომელიც დადებითია და

2) მიმართულება

ორ ვექტორი ერთმანეთის ტოლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ აქვთ  ერთნაირი(ტოლი) მოდულები და ერთთიდაიგივე მიმართულება.

 ვექტორულ სიდიდეებს განეკუთნება: გადაადგილება, სიჩქარე, აჩქარება, ძალა, იმპულსი, ელექტრული ველის დაძაბულობა და სხვა...

------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე