შეკითხვა: | ახლახანს შევიძინე პატარა ელექტროგამათბობელი, რომელზეც აწერია რომ გათვლილია 220ვ ძაბვის ქსელისთვის და 2000ვტ-იანია(კიდევ ერთი მონაცემიც აწერია: 50Hz მაგრამ ეს არ ვიცი რა მონაცემია). როგორ უნდა დავადგინო ვთქვათ საათში რამდენს წვავს? კიდევ იცით რა მაინტერესებს, აი დენის გადასახადის ქვითარზე რომ აწერია 131კვტ.სთ ე.ი. 131კილოჯოული სითბო მოვიხმარეე? თუ.. დამაინტერესა და იქნებ ამიხსნათ :D :D <3 |
---|---|
პასუხი: | შენი ქურის სიმძლავრე P =2000 ვტ, რაც ნიშნავს რომ იგი ქსელიდან ყოველ წამში მოიხმარს ( შენებურად წვავს ) 2000 ჯ ელექტროენერგიას, ამიტომ იგი ერთ საათში მოიხმარს Q =2000ვტ•3600წმ =7 200 000 ჯ ელენერგიას. მაგრამ ხშირად ელექტროენერგიის ერთეულად ასევე ხმარობენ სპეციალურ ერთეულსაც: - კილოვატ•საათი ( 1კვტ•სთ = 3 600 000 ჯ) - ანუ 1 კვტ -ანი მომხმარებლის მიერ 1 სთ-ში დამწვარი (დეიწვას და დეიბუგოს ჩვენი მტერი) ელენერგია, რომელშიც თელასი მოსახლეობას ახდევინებს 17 თეთრს ( მგონი ახლა გააძვირეს - შალვას ეცოდინება კარგად, ნათელაშვილს)... იმედია, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე შენს კითხვებს თავად უპასუხებ ---------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის
|