შეკითხვა:

დიდი ხანია არ შემიწუხებიხართ და ახლა უნდა შეგაწუხოთ :D :D <3 ასეთი დავალება შემხვდა: დასაშვებია თუ არა 220ვ ძაბვის ცვლადი დენის წრედში ისეთი კონდენსატორის ჩართვა რომლის გარღვევის ძაბვა 250ვ-ია? პასუხი დაასაბუთეთ-- დამეხმარეთ რაა ძალიან გთხოვთ :( <3

პასუხი:

 220ვ ძაბვის ცვლადი დენის წრედში  

ნიშნავს, რომ  220ვ არის ცვლადი ძაბვის ე.წ. მოქმედი ანუ ეფექტური მნიშვნელობა -  Uეფ = 220ვ

რაც თავისმხრივ ნიშნავს, რომ მოცემული ცვლადი დენი გამტარში(ვთქვათ უთოში) გავლისას იგივე სითბურ ეფექტს იძლევა, რასაც 220 ვ-ის მუდმივი დენი...

როდესაც ვამბობთ, რომ რომ მაგ "თელასი'' უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის 220 ვ ძაბვის მიწოდებას, იგულისხმება რომ ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს თითქოს მიეწოდება 220 ვ მუდმივი ძაბვა... არადა ამ დროს ქსელში სინამდვილეში  ძაბვა ჰარმონიულად ირხევა 50 ჰც სიხშირით ( დენი ყოველ წამში 50-ჯერ იცვლის მიმართულებას და მნიშვნელობებსასაც)   \(u=U_{max}Sin\omega t\) ( ან კოსინუსის ) კანონით...

ანუ ძაბვის მოდული წამში 100 ჯერ  იცვლის მნიშვნელობებს 0-დან  Umax(ძაბვის ამპლიტუდა) მნიშვნელობამდე.

არც  თუ რთული მათემატიკური ოპერაციებით დგინდება რომ  ჰარმონიული ცვლილებისას Uეფ =  Umax /\(\sqrt{2}\)    საიდანაც   Umax = \(\sqrt{2}\) •Uეფ = 1,41 • 220 = 310 ვ  

სხვა სიტყვებით შენი კონდენსატორი ( რომელიც 250 ვ-ზე ირღვევა - ზიანდება) წამში 100 ჯერ მომენტალურად მოხვდება 250 ვ-ზე  მეტი ძაბვის ქვეშ რის გამოც იგი  დაი??? .... ბრიდება(როგორც იტყვიან ხოლმე ძველი ელექტრიკოსებიcrying)

---------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე