შეკითხვა: | რა აჩქარებით მოძრაობს ელექტრონი რადიომილაკში,თუ კათოდთან მისი სიჩქარე ნულის ტოლია,ანოდთან კი 300000 მ/წმ?რა დროში მიაღწევს ელექტრონი ანოდამდე,თუ კათოდსა ანოდს შორის მანძილი 1 სმ-ია? |
---|---|
პასუხი: | მოცემულია: \(v=3\cdot 10^{5}\)მ/წმ და \(l=1\)სმ=\(10^{-2}\)მ. უნდა ვიპოვოთ \(a\) და \(t\). 1)ენერგიის მუდმივობის კანონით:\(\frac{m_{e}v^{2}}{2}=eU=eEd;\)(1). განმარტების თანახმად: \(E=\frac{F}{e}\) და \(F=m_{e}a\), გამომდინარეობს \(E=\frac{m_{e}a}{e}\)(2). \((2)\rightarrow (1)\frac{m_{e}v^{2}}{2}=ed\frac{m_{e}a}{e}\Rightarrow a=\frac{v^{2}}{2d}=\frac{9\cdot 10^{10}}{2\cdot 10^{-2}}=4,5\cdot 10^{12}\)მ/წმ2 2) რადგან მოძრაობა თანაბარაჩქარებულია: \(l=\frac{at^{2}}{2}\Rightarrow t=\sqrt{\frac{2l}{a}}=\sqrt{\frac{2\cdot 10^{-2}}{4,5\cdot 10^{12}}}\approx 0,67\cdot 10^{-7}\)წმ. |