შეკითხვა:

200გრამი მასის სხეული მოძრაობს წრდივად და თანაბრად 5მ/წმ სიჩქარით.რას უდრის ამ სხეულზე მოდებული ძალების ტოლქმედი? (ძალიანგთხოვთ დამეხმარეთ):((

პასუხი:

ნიუტონის პირველი კანონი ამბობს: -  თუ სხეულზე სხვა სხეულები არ მოქმედებენ ან მათი მოქმედება კომპენსირებულია(ბათილია), მაშინ ეს სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად-ო... ანუ სხვა სიტყვებით: - თუ სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი 0 -ის ტოლია, მაშინ  ეს სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად-ო...

 შეიძლება ითქვას პირიქითაც: -თუ   სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად, მაშინ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი 0 -ის ტოლია

 ნიუტონის კანონები კი ბუნების კანონებია ... მისი ჭეშმარიტება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება საქართველოს პარლამენტი - თბილისში თუ ქუთეისში wink

-----------------------------

ოლეგი გაბრიაძე