შეკითხვა: | ძალიან გთხოვთ,იქნებ მითხრათ სიტყვა ,,პლაზმა'' სიტყვა-სიტყვით რას ნიშნავს? |
---|---|
პასუხი: | პლაზმა ეწოდება, მთლიანად ან ნაწილობრივ იონიზირებულ აირს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კვაზინეიტრალური, ასევე არაკვაზინეიტრალური. პლაზმას ხანდახან სხეულის მეოთხე აგრეგატულ მდგომარეობასაც უწოდებენ. "იონიზირებული" ნიშნავს, რომ ატომების ან მოლეკულების ელექტრონული გარსიდან სულ მცირე ერთი ელექტრონი მაინცაა მოწყვეტილი; ხოლო სიტყვა "კბაზინეიტრალური" ნიშნავს, რომ მიუხედავად თავისუფალი მუხტების (ელექტრონების და იონები) ნაკლებობისა, პლაზმის ჯამური ელექტრონული მუხტი დაახლოებით ნულის ტოლია. თავისუფალი ელექტრონების არსებობა, პლაზმას ქმნის ისეთ გამტარ საშუალებათ, რომელიც სხვა აგრეგატულ მდგომარეობებში მყოფი გამტარებისგან განსხვავებით, მაგნიტურ და ელექტრულ ველებთან უკეთ ურთიერთქმედებს. |