შეკითხვა:

სინათლის მოქმედებით რატომ იცვლება ნახევარგამტარის წინაღობა,მეტალის კი პრაქტიკულად უცვლელი რჩება?

პასუხი:

ისევე როგორც ჩვეულებრივ გამტარებში, ასევე ნახევარგამტარებში ელექტრონები დაკავშირებულები არიან ატომებთან, მაგრამ ჩვეულებრივი მეტალის გამტარებისგან განსხვავებით ნახევარგამტარებში ეს ბმა ძალიან არამდგრადია. ამიტომ ტემპერატურის გაზრდით, განათებით ან დასხივებით ელექტრული კავშირები შეიძლება გაირღვეს,რაც გამოიწვევს ატომისგან ელექტრონის მოწყვეტას. ასეთი ელექტრონი არის მუხტის მატარებელი. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა ან განათება, მით უფრო მაღალია ასეთი მუხტის მატარებელი ელექტრონების კონცეტრაცია ნახევარგამტარში, ანუ ნახევარგამტარის გამტარობა იზრდება, ესე იგი წინაღობა მცირდება.