შეკითხვა: | გამარჯობა ^_^ პირველ რიგში დიდი მადლობა წინაზე რომ ასე გასაგებად დამიწერეთ ახსნები ^_^ და კიდევ, მადლობა რომ ასე სწრაფად მიპასუხეთ ^_^ <3 თუ არ შეწუხდებით იქნებ ამ ამოცანებში დამეხმაროთ?: საათი, რომლის ქანქარა ლითონისაა, სითბოში უფრო მეტ რხევას შეასრულებს თუ სიცივეში?--ახსენით რატომ. 2.საათი, რომლის ქანქარა 1მ სიგრძისაა, დღე-ღამეში ჩამორჩება 1საათით. როგორ უნდა შევცვალოთ ქანქარას სიგრძე რომ მან სწორად იმუშაოს? პ.ს. ამას უკავშირდება ზამთარში საათის გადაწევა? იქნებ დამეხმაროთ ^_^ <3 წინასწარ უუღრმესი მადლობა <3 |
---|---|
პასუხი: | საათი, რომლის ქანქარა ლითონისაა, სითბოში უფრო მეტ რხევას შეასრულებს თუ სიცივეში? სიცივეში ქანქარას სიგრძე დამოკლდება.... ეი რხევის პერიოდი \(T=2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\) შემცი???? ---არა!!!.... შემცივდება კი არა .... შემცირდება რხევის სიხშირე კი პირიქით გაიზ?????... ----დიახ!!!!.... გაიზმორება -------------------------------- .საათი, რომლის ქანქარა 1მ სიგრძისაა, დღე-ღამეში ჩამორჩება 1საათით. როგორ უნდა შევცვალოთ ქანქარას სიგრძე რომ მან სწორად იმუშაოს?~ ჩამორჩებაო?????..... ე.ი. ნელა მუშაობს....ე.ი პერიოდია დიიიიდი!!! \(T=2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\) ----ამოტომ სიგრძე უნდა დავა .... დავა... მოკლო!!!! მაგრამ რამდენით ???? ქანქარას ყოველი რხევა გარკვეული მექანიზმის დახმარებით(სხვადასხვა ზომის კბილანური გადაცემა) გადაეცემა საათის ისრებს..... რაც მეტი რხევა შესრულდება, საათის ისრებიც პროპორციულად მეტ პოზიციაზე წაინაცვლებენ...პროპორციულად მეტ დროს აჩვენენებენ... ე.ი. დროის(N) ჩვენება პროპორციულია სიხშირის(\(\nu\))... ანუ უკუპროპორციულია პერიოდის(T)......\(N\sim \nu \doteq \frac{1}{2\pi }\sqrt{\frac{g}{l}}\) თუ ამ პროპორციულ შესაბამისობებს ჩავწერთ როგორც ზუსტი N0=24....L0=1 მ ასევე არაზუსტი N=23....L =?..... საათების შემთხვევაში შედგება პროპორცია: \(\frac{N_{0}}{N}=\sqrt{\frac{l}{lo}}\) საიდანაც დათვლი L =? და დაადგენ სხვაობას ---------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის
|