შეკითხვა:

წინაზე გთხოვეთ დახმარება ერთ ამოცანაში, სადაც მაქსიმალური აჩქარების პოვნას გვთხოვდნენ; მე 10მ/წმმივიღე და თქვენ მითხარით რომ ამოცანის პირობის მიხედვით სწორი იყო; აგრეთვე დამიწერეთ "მაგრამ რას უდრის მაქსიმალური სიჩქარე?" მე გამოვთვალე V=at2/2, და მივიღე მიახლოებით 0,4;a=10, T=0.8(როგორც გამოვთვალე ზანმბარის პერიოდი). მაგრამ მერე გამოვთვალე სიჩქარე სხვა ფორმულითაც: Vმაქს=A/T, აქ მიახლოებით 0.0714. ამათგასნ რომელია სწორი მაქსიმალური სიჩქარის გამოსათვლრლად? კიდევ მაინტერესსებს თქვენგან ზუსტი პასუხი, ანუ შეცდომით წერია პასუხებში 2.5 მ/წმ2, მაშინ, როცა მაქსიმალურ აჩქარებას გვეკითხებიან? დამეხმარეთ გთხოვთ :(

პასუხი:

1) უფრო ადრე  გიპასუხე ერთერთ ამოცანაზე, სადაც გირჩიე გაცნობოდი ვიდეოპასუხს (მითითებულია ბმული) რხევითი მოძრაობის შესახებ.....სადაც ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული.

2)  მე გამოვთვალე V=at2/2

არ არის სწორი ორი მიზეზის გამო ა) ეს გადაადგილების ფორმულაა თანაბარაჩქარებული მოძრაობისათვის(a-მუდმივია) და არა სიჩქარის.....ბ)  რხევებისას  აჩქარება არ არის მუდმივი(ისიც ჰარმონიულად იცვლება)

3) მერე გამოვთვალე სიჩქარე სხვა ფორმულითაც: Vმაქს=A/T,

ეს მითუმეტეს არ არის სწორი

4) ამათგასნ რომელია სწორი მაქსიმალური სიჩქარის გამოსათვლრლად?

არცერთი..

მაქს. სიჩქარეს გამოთვლი ენერგიის მუდმივობის კანონით:

kA2/2 = mV2/2

5)  ანუ შეცდომით წერია პასუხებში 2.5 მ/წმ?

 წარმოდგენილი პირობის შემთხვევაში დიახ!

---------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე