შეკითხვა: | გამარჯობა, იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ? განსაზღვრეთ ჭის სიღრმე, თუ მასში ჩავარდნილი ქვის დაცემის ხმა დამკვირვებელმა ქვის ვარდნის დაცემიდან 3,0წმ-ში გაიგონა. მე იცით როგორ ჩავსვი სიდიდეებიი?? აი: რაღაცა S მანძილი გაიარა ამ ქვამ და დაეცა ბოლოში. დაცემის მომენტში წარმოქმნილი ბგერა კი t=3წმ-ში V=340მ/წმ სიჩქარით ამოვიდა ზემოთ, მაგრამ მაშინ გამოდის რომ ჭა 340*3 სიღრმის ყოფილა, უკვე ეტყობა რომ არასწორია :/ იქნებ დამეხმაროთ? --პ.ს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენი საიტი აღმოვაჩინე, სკოლაში მხოლოდ პირდაპირ ფორმულაზე გათვლილ ამოცანებს ვაკეთებთ(ისიც ზოგჯერ), და ვიცი რომ გამოცდაზე კომბინირებული ამოცანებიც იქნება და კიდევ უფრო რთულებიც, ამიტომ გედენიძე, ლაზარიშვილის კრებული ვიყიდე და იქიდან ვცდილობ ამოცანების გაკეთებას. :( თუ რამე უმარტივესი ამოცანა დავწერე არ გაგიკვირდეთ :( |
---|---|
პასუხი: | 3 წმ ათვლილია ქვის ვარდნის დაწყებიდან რის გამოც იგი უნდა განვიხილოთ როგორც ორი დროის ჯამი 1) - ქვის უსაწყისო სიჩქარით თავისუფალი ვარდნის დრო - \(t_{1}=\sqrt{\frac{2h}{g}}\) და 2) ფსკერზე დაცემის შედეგად აღძრული ბგერის მოსვლის დრო - t2 = h / vბგ \(\sqrt{\frac{h}{5}} +\frac{h}{340}=3\) უნდა ამოიხსნას კვადრატული განტოლება (ცხადია რაც შეიძლება ლაკონურად, ლამაზად, რაციონალურად - არ არის აუცილებელი ყველა რიცხვის გადამრავლება) .................. (h = დაახლ 34 მ) --------------------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |