შეკითხვა:

განსაზღვრეთ ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი, თუ მასზე დაკიდებული სხეული ზამბარის სიგრძეს 10სმ-ით ზრდის. ---> ამ პირობას ხო აკლია სიხისტე? :/ წიგნში ასე წერია :/ თუ ასეც იხსნება?? დამეხმარეთ გთხოოოვთ <3

პასუხი:

გავარჩიოთ შენი ამოცანა დეტალურად -  წერტილიდან წერტილამდე,  გნებავს მძიმედან მძიმემდე:

1) განსაზღვრეთ ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი

ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი განისაზღვრება ფორმულით:  \(T = 2\pi \sqrt{\frac{m}{k}}\) (1)

 2)თუ მასზე დაკიდებული სხეული ზამბარის სიგრძეს 10სმ-ით ზრდის.

ამით ის გვითხრეს, რომ თავისუფალ ზამბარაზე სხეულის დაკიდებისას ზამბარა 10 სმ-

ით იჭიმება -ო, ანუ  x=10 სმ-ით გაჭიმულ ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალა სიმძიმის ძალას აწონასწორებს-ო   kx = mg  საიდანაც დაადგენ(იმედიაwink), რომ  m /k = x /g....   შეიტან (1) ფორმულაში და .............................

3)ამ პირობას ხო აკლია სიხისტე? :/ წიგნში ასე წერია :/ თუ ასეც იხსნება??

არ ხო !!!!

4)დამეხმარეთ გთხოოოვთ  

დაგეხმარეეეეეეეეეეეეე

--------------------------------------------------------------

ანანო! შენი კითხვები საინტერესოა, თუმც ზოგი მათგანის გადაჭრა კაცმა რომ თქვას თავადაც უნდა შეძლო დაკვირვებული ანალიზის შემთხვევაშიsmiley

-----------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე