შეკითხვა:

ფოტორეზისტორი, რომლის წინაღობა სიბნელეში 25 კომია.მიმდევრობით ჩართეს 5 კომი წინაღობის რეზისტორთან.როდესაც ფოტორეზისტორი გაანათეს, წრედში დენის ძალა 4-ჯერ გაიზარდა (ძაბვის შეუცვლელად ).როგორ შეიცვალა ფოტორეზისტორის წინაღობა?

პასუხი:

მოცემულია: \(R_{f}=25\)კომი, \(R_{r}=5\) კომი, \(I_{2}=4I_{1}\), \(U=const\). უნდა ვიპოვოთ \(\frac{R_{f}}{R_{f1}}\).

ფოტორეზისტორის განათებამდე წრედის სრული წინაღობა ტოლია - \(R_{1}=R_{f}+R_{r}\).  ფოტორეზისტორის განათების შემდეგ წრედის სრული წინაღობა გახდა - \(R_{2}=R_{f1}+R_{r}\) (რეზისტორის წინაღობა არ იცვლება). იმ პირობის საფუძველზე რომ ძაბვა მუდმივია და ომის კანონის თანახმად (\(I=\frac{U}{R}\)) დენის 4 -ჯერ გასაზრდელად უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობა:

\(R_{2}=\frac{R_{1}}{4}\Rightarrow 4R_{f1}+4R_{r}=R_{f}+R_{r}\Rightarrow R_{f1}=\frac{R_{f}-3R_{r}}{4}=\frac{25-15}{4}=2,5\)კომი

\(\frac{R_{f}}{R_{f1}}=\frac{25}{2,5}=10\)