შეკითხვა:

ამ ამოცანის ერთი დეტალი მაინტერესებს- : უძრავ ლიფტში მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი 2წმ-ია. განსაზღვრეთ ლიფტის აჩქარება თუ ქანქარას რხევის პერიოდი 2.8წმ გახდება. რა მიმარტულებით მოძრაობს ლიფტი?    ------------> გამოვთვალე და მვიღე რომ მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის ფორმულის მნიშვნელში მაქვს რიცხვი 5. რაც ნიშნავს რომ მაქვს:g-a  ეს ხომ ნიშნავს რომ სხეული ქვემოთ მოძრაობს? ---არადა წწიგნში წერია არ აქვს მოძრაობის მიმართულებას მნიშვნელობაო :/ დამეხმარეთ რა <3

პასუხი:

არა ! - მაგას არ ნიშნავს !

 ეს ნიშნავს , რომ საკიდელის (საკიდელი ეკუთვნის ლიფტს  და მასზე დაკიდებულია

ქანქარა) აჩქარება მიმარულია  ქვევით....  ეს კი შესაძლებელია ორ სხვადასხვა შემთხვევაში:

1) ლიფტის ზემოდან ქვემოთ   დაძვრისას  (მაგ მე - 9 დან იწყებ ქვემით დაშვებას)

ან

2)  ლიფტის ქვემოდან ზემოთ მოძრაობის  დამუხრუჭებისას (ქვემოდან ადიხარ მე-9-ზე და ჩერდები)

-------------------------------

ოლეგი გაბრიაძე