შეკითხვა: | შეგიძლიათ ციკლური სხშირის არსში გამარკვიოთ? მეცხრე კლასში ვისწავლე რომ ომეგა კუთხური სიჩქარე იყო.. ახლა ციკლური სიცშირეაო და იქნება არსი გამაგებინოთ :( მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | ბრუნვათა სიხშირე (ნიუ): - ერთ წამში შესრულებული ბრუნვათა რიცხვი - \(\nu =\frac{N}{t}\) SI სისტემაში ერთეულია 1 წმ-1 = 1ჰც რხევათა სიხშირე (ნიუ): - ერთ წამში შესრულებული რხევათა რიცხვი - \(\nu =\frac{N}{t}\) SI სისტემაში ერთეულია 1 წმ-1 = 1ჰც ---------------------------------------------------------------------------- ბრუნვის კუთხური სიჩქარე(ომეგა) გვიჩვენებს შემობრუნების კუთხის რადიანულ ზომას 1 წმ-ის განმავლობაში \(\omega =\frac{\varphi }{t}\) ...... SI სისტემაში ერთეულია 1 (რად) / წმ, თუმც ხშირად (რად) -ს არ წერენ, რის გამოც ერთეულია 1 წმ-1 = 1ჰც..... 1 რადიანი კუთხე კი ის კუთხეა, რომლის შესაბამისი რკალის სიგრძე რადიუსის ტოლია..... \(\pi\)(რად) = 180o კუთხური სიჩქარე ბრუნვათა რიცხვთან დაკავშირებულია ფორმულით: \(\omega =2\pi \nu\).. ანუ კუთხური სიჩქარე რიცხობრივად გვიჩვენებს 2\(\pi\) წამში შესრულებულ ბრუნვათა რიცხვს. ანალოგიურად ციკლური სიხშირეც - \(\omega =2\pi \nu\) ... ანუ ცილკური სიხშირეც რიცხობრივად გვიჩვენებს 2\(\pi\) წამში შესრულებულ რხევათა რიცხვს. მაგ. თუ ციკლური სიხშირე 5 ჰც-ის ტოლია, ეს ნიშნავს რომ მერხევი სისტემა 2\(\pi\) წმ-ში (დაახლ 6, 28 წმ-ში) ასრულებს 5 სრულ რხევას. --------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |