შეკითხვა:

სიჩქარისა და აჩქარების გეგმილები როდის ითვლება დადებითდ და როდის  უარყოფითად,  კერძოდ თუ ზამბარა გამოყვანილია წონასწორობიდან  და ტვირთი გადახრილია მარცხნივ? 

პასუხი:

დახაზეთ, ზამბარა და საკიდი:

მიმართეთ x ღერძი ისეთი მიმართულებით როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. მოცემულ მდგომარეობაში ზამბარა შეკუმშულია და როდესაც მას ხელს გავუშვებთ, ტვირთი დაიწყებს აჩქარებულ მოძრაობას x ღერძის მიმართულებით, ტვირთის სიჩქარეც x ღერძისკენ იქნება მიმართული, ანუ ამ შემთხვევაში აჩქარებაც და სიჩქარეც დადებითია. როდესაც ზამბარა მაქსიმალურად გაიჭიმება და ტვირთი კედლისკენ წამოვა, მისი აჩქარება მომართული იქნება კედლისკენ, ანუ x ღერძის საპირისპირო მიმართულებით, ხოლო სიჩქარე გარკვეული დროის განმალობაში, ინერციის გამო, კვლავ x ღერძის მიმართულებით იქნება, ესე იგი ამ შემთხვევაში აჩქარება უარყოფითია, მაგრამ სიჩქარე დადებითი; ანალოგიურად შეგიძლიათ განიხილოთ შემთხვევა, როდესაც ზამბარა მაქსიმალურად შეიკუმშება და კედელიდან დაშორებას დაიწყებს, ამ შემთხვევაში ტვირთის აჩქრება დადებითი იქნება ხოლო სიჩქარე უარყოფითი.