შეკითხვა: | როგორ იცვლება დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის პოტენციური ენერგია ორბიტაზე გაყვანისას?? ძალიან გთხოვთ დამეხმარეტ. :)))
|
---|---|
პასუხი: | ლიკა! როგორც ადრე, დღესაც შენი შეკითხვები ძალიან მარტივია: საკმარისია სახელმძღვანელოს ყურადღებით გადახედვა, სადაც გარკვევით წერია, რომ პოტენციური ენერგია ეს არის ის ენერგია, რომელიც სხეულთა სისტემას ურთიერთქმედების გამო გააჩნით და რომ ეს ენერგია მხოლოდ სხეულთა ურთიერთმდებარეობით(ურთიერთგანლაგებით, ურიერთდაშორებით) განისაზღვრება.... მაგ. ყოველ სხეულს დედამიწის მიზიდულობის გამო გააჩნია პოტენციური ენერგია რომელიც ჩაიწერება ფორმულით Eპოტ = mgh ან კიდევ დეფორმირებულ ზამბარას მისი ხვიების ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო ასევე გააჩნია პოტენციური ენერგია რომელიც ჩაიწერება ფორმულით: E = kx2/ 2 და ა.შ.... კინეტიკურს კი უწოდებენ იმ ენერგიას, რომელიც სხეულებს მოძრაობის გამო გააჩნიათ და იგი ჩაიწერება ფორმულით: Eკინ = mv2/ 2 ------------------------------------------------------------------------ ასე რომ დედამიწიდან თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანისას იზრდება მათ შორის მანძილი, რის გამოც იცვლება(კერძოდ მატულობს თუ კლებულობს - ამას შენ თვითონ უპასუხე) მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია.... უშუალოდ ორბიტაზე წრიული მოძრაობიასას კი რადგანაც მათი ურთიერთდაშორება არ იცვლება - არ იცვლება პოტენციური ენერგია ----------------------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|