შეკითხვა:

ერთი ასეთი შეკითხვაა წიგნში: რა მინიმალური მანძილი უნდა იყოს დაბრკოლებამდე რომ ექო გავიგონოთ?---მე ასე გავაკეთე:S=tV და სიჩქარის ადგილას ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარე ჩავსვი-340მ/წმ, ხოლო დროის ადგილას 1/15(ის დრო რომელიც ორი ბგერის აღქმას შორის უნდა იყოს) და მივიღე რომ ექოსთვის 22 მეტრი მაინც უნდა იყოს დაბრკოლებამდე; არადა მასწავლებელმა გაკვეთილზე თქვა რომ 11 მეტრია საჭიროო -_- რას ვაკეთებ არასწორად?? და ერთსაც გკითხაავთ >_< მყარ სხეულში უფრო მაღალი რატომაა ბგერის გავრცელების სიჩქარე?? o_O   მიშველეთ თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე რაა, საკონტროლო მაააქვს :'(

პასუხი:

22 = 11(მისვლა)  + 11(მოსვლა)cheeky