შეკითხვა: | დავიბენი მიშველეთ! გაკვეთილი სეეხება ზამბარიანი ქანქარას რხევით მოძრაობას. იქ წერია, რომ შეკუმშული ზამბარის მაქს. პოტენციური ენერგია მაქსიმალური კინეტიკური ენერგიის ტოლია. kA2/2=mV2/2 აქედან გამომდინარე კი---A2/V=m/k==>A/V=ფესვიm/k შემდეგ წერია წესი-წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე, ის პირდაპირპროპორციულია კვადრატული ფესვისა სხეულის მასიდან და უკუპროპორციულია კვადრატული ფესვისა სხეულის სიხისტიდან. აი მთავარი გასაჭირიც! თუ მასა/სიხისტიდან ფესვზე დამოკიდებულია პერიოდი , მაშინ რატომ არაა დამოკიდებული ამპლიტუდაზე, როდესაც ვიცით რომ ფესვი:მასა/სიხისტე უდრის ამპლიტუდა/მაქს.სიჩქარე. გევეეედრებით დამეხმარეთ რა <3 |
---|---|
პასუხი: |
შენ გითხრეს რომ A2/V2 = m/k და \(T = 2\pi \sqrt{\frac{m}{k}}\) ანუ მოცემული (ერთიდაიგივე ) k სიხისტის ზამბარის და მასზე გამობმული m (ერთიდაიგივე) მასის ტვირთის შემთხვევაში A ამპლიტუდის გაზრდა გამოიწვევს მაქსიმალური V სიჩქარის პროპოლციულ გაზრდას, რის გამოც რხევის სიხშირე მაინც იგივე დარჩება-ო, ეი რხევის სიხშირე(პერიოდის შებრუნებულია) არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე -ო რომ იგი მხოლოდდამხოლოდ მერხევი სისტემის პარამეტრებზე ... k- ზე და m- ზეა დამოკიდებული -------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |