შეკითხვა: | გამარჯობათ! იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და ამიხსნათ თუ რა ფიზიკურ მოვლენას აქვს ადგილი და რა ძალა მოქმედებს მანქანაზე რომელიც აღმართში მიგორავს როცა ძრავი გამორთულია, ასეთი ადგილები რამდენიმეა საქართველოში- მთაწმინდის გზაზე, ქარელშიც ყოფილა სადღაც, ზესტაფონი ჭიათურის გზის მონაკვეთზე არისო ამბობენ.ფორუმზე ზოგი რას წერს და ზოგი რას მაგრამ დასაბუთებით ვერავინ ამტკიცებს. ეს ოპტიკური ილუზიაა (თვალი აღიქვამს როგორს აღმართს) თუ შეიძლება მართლაც მოხდეს მსგავსი რამ? |
---|---|
პასუხი: | ქართულ მჭერმეტყვეტყველებაში გვაქვს ასეთი სინონომები: დაღმა-დაბლა-ქვემოთ-ქვევით მათი ანტონომებია: აღმა- მაღლა- ზემოთ-ზევით. და როგორ უნდა გაარჩიო ისინი ერთმანეთისაგან? ვთქვათ და რაიმე ზედაპირზე დადევი სფეროს ფორმის რიყის ქვა და მან თავისთავად დაიწყო გორვა რაიმე მიმართულებით-ე.ი. ამ მიმართულებით ყოფილა დაღმართი. მოდის ამ დროს ვიღაც თავგარიძგინებული ტიპი და გიმტკიცებს - მაგ მიმართულებით აღმართიაო... არ არის ღირსი რომ ჩაათხლიშო ის ქვა იმ გარიძგინებულ თავში? ... მე შენ გეტყვი და ააცილებ
ოპტიკური ილუზიაა მაი ბიძიკო. ---------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |