შეკითხვა:

როგორ შეიცვლება ელექტროლიზის დროს ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების მასა,თუ ა)გავზრდით ძაბვას;   ბ)დავაახლოვებთ ელექტროდებს; გ)ელექტროდის დიდ ნაწილს ჩავუშვებთ ელექტოლიტში?    გთხოვთ განმიმარტოთ თითოეული შემთხვევისას წარმართული პროცესი.

პასუხი:

ა) გაიზრდება, რადგან თუ ძაბვას გავზრდით, გაიზრდება ველი, ანუ გაიზრდება ძალაც რომელიც ელექტროლიზს უწყობს ხელს.

ბ) გაიზრდება, რადგან ამ შემთხვევაშიც მანძილის შემცირებით იზრდება ველი, ანუ ძალა რომელიც ელექტროლიზს უწყობს ხელს.

გ) თუ ელექტროდების დიდ ნაწილს ჩავუშვებთ წყალში, გაიზრდება ის ფართობი, რომელზეც ილექება გამოყოფილი მასა, ანუ ამ შემთხვევაშიც გაიზრდება გამოყოფილი მასა, რადგან გაიზრდება ის ფართობი რომელზეც მას შეეძლება დალექვა.