შეკითხვა:
გამარჯობა.
არსებობს ასეთი ფორმულა 
 შეკუმშული აირის გაფართოებისას შესრულებული სამუშაოს გამოსათვლელად. აირის საწყისი მოცულობა V1  არის 0.025მ3 ან 25 ლიტრი, საბოლოო მოცულობა V2  არის 5მ3 ან 5000 ლიტრი. აირის წნევა არის 20 მეგპა ან 200 ბარი. ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს განტოლება. ვღებულობ არამართებულ მონაცემებს. სხვა ფორმულებით მიღებული შედეგის გათვალისწინებით ვღებულობ 1-3 მეგჯ სამუშაოს. დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა მერყეობდეს ეს ფორმულაც.
დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ შეძლებთ რომ დამეხმაროთ, 
პასუხი:

1) წარმოდგენილი ფორმულით( მინუსის(-) გარეშე) გამოითვლება იდეალური აირის მიერ შესრულებული მუშაობა მისი მოცულობის ცვლილებისას: გაფართოებისას დადებით მუშაობას ასრულებს-შეკუმშვისას კი უარყოფითს. ფორმულამ რომ ''იმუშაოს'', ამისათვის ცნობილი უნდა იყოს  წნევის ''ქცევა'' მთელი პროცესის განმავლობაში:

ა) თუ  p არ იცვლება( ე. წ. იზობარული პროცესი)  , მაშინ  საქმე მარტივდება და

 A = p(V2 -V1)

ბ)  თუ  p იცვლება, მაშინ ცნობილი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება  ან მოცულობაზე, ან ტემპერატურაზე (უკეთეს ვარიანტებში)  და ან სხვა პერამეტრებზე(უარეს შემთხვევებში)... მაგ ხდება თუ არა აირის ''გაჟონვა'' და თან რა კანონზომიერებით.

2) სხვა ფორმულების გათვალისწინებით  1 - 3 მგჯ-ს ვღებულობ-ო  და...

რა ფორმულებს იყენებთ?

3) მართალია წარმოდგენილი ფორმულა გამოიყენება იდეალური აირისათვის, მაგრამ რეალური აირის შემთხვევაში არც მთლად კატასტროფულ  განსხვავებას მოგვცემს

4) ეჭვს იწვევს ასეთი დიდი განსხვავება მოცულობის საწყის და საბოლოო მნიშვნელობებს შორის. 

------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე