შეკითხვა: | გამარჯობა, იქნება დამეხმაროთ; მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი არის თუ არა დამოკიდებული ამპლიტუდაზე? და როგორ არის დამოკიდბული რხევის პერიოდი ბურთულის მასაზე? ქანქარას სიგრძეზე? საუბარია მათემატიკურ ქანქარაზე გთხოვთ დამეხმარეთ რაა რაღაც მოსაზრებები კი მაქვს მაგრამ მაინცდამაინც სწორად ვერ ვხსნი :/ |
---|---|
პასუხი: | თუ რაიმე საკიდელზე ძაფის(თოკის, მავთულის...) მეშვეობით დავკიდებთ რაიმე ტვირთს მივიღებთ ქანქარას. მათემატიკურ ქანანქარას უწოდებენ ისეთ ქანქარას, როდესაც: 1) ძაფის(თოკის, მავთულის...) სიგრძე გაცილებით მეტია ტვირთის ზომასთან შედარებით- ( გრძელია) 2) ძაფის მასა გაცილებით ნაკლებია ტვირთის მასასთან შედარებით - (მსუბუქია) 3) ტვირთის დაკიდების შედეგად ძაფის სიგრძე ძალიან უმნიშვნელოდ იცვლება - პრაქტიკულად არ იცვლება (ძაფი უჭიმარია) 4) ძაფს მცირე კუთხით ( მაქს 5-7 გრადუსით) გადახრიან. ჯერ კიდევ ჰიუგენსმა დაადგინა უძრავი საკიდელის მქონე მათემეტიკური ქანქარას რხევის პერიოდის ფორმულა: \(T = 2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\) ასე რომ უძრავი საკიდელის მქონე მათ ქანქარას რხევის პერიოდი დედამიწის მოცემულ განედზე მხოლოდ მის სიგრძეზე და თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზეა დამოკიდებული- მაგ ქანქარას სიგრძის 4-ჯერ გაზრდით მისი რხევის პერიოდი გაიზრდება 2-ჯერ(ხომ არ ვცრუობ?) g- კი მოცემულ განედზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა. ცხადია თუ ქანქარას სხვა პლანეტაზე გადავიტანთ, მაშინ g -ს ცვლილება ქანქარას რხევის პერიოდსაც შეცვლის ამის გარდა ქანქარას რხევის პერიოდი დამოკიდებულია იმაზეც ქანქარას საკიდელი მოძრაობს თუ არა აჩქარებით. მაგ თუ ქანქარა დაკიდებულია აჩქარებულად ზემოთ მოძრავი ლიფტის კაბინაში, მაშინ მისი რხევის პერიოდი შემცირდება- რხევები უფრო ხშირი გახდება. ასე, რომ შენს კითხვებს პასუხს ვფიქრობ შენ თვითონ გაცემ. --------------------- ოლეგი გაბრიაძე
დაკიდებულ
|