შეკითხვა: | ამწეს 3000კგ მასის ტვირთი 20მ სიმაღლეზე ააქვს, შემდეგ 10მ მანძილზე ტვირთს ჰორიზონტალურად გადაადგილებს და 5 მ ქვევით უშვებს.გამოთვალე რა სიდიდის მუშაობას ასრულებს ამწე?(მექანუკური მუშაობა). Gtoxvt Gamecit pasuxi |
---|---|
პასუხი: | ამოცანა ხარვეზით არის წარმოდგენილი, რამეთუ ამწეს წევის ძალა წარმოადგენს გარეშე ძალას და მისი მუშაობა დამოკიდებულია მოძრაობის თანაბრობა-არათანაბრობაზე და ტრაექტორიის ფორმაზეც, რის გამოც მის მიერ შესრულებული მუშაობის შესახებ მსჯელობა ამოცანაში წარმოდგენილი პირობის არასრულფასოვნების გამო გაგვიჭირდება. ამ ამოცანაში კითხვა ასე უნდა დაისვას: რა მუშაობას ასრულებს ტვირთის სიმძიმის ძალა ? სიმძიმის ძალა კი მიეკუთვნება ე.წ. კონსერვატიულ ძალებს, სრომელთა მუშაობა არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმაზე და მხოლოდ პოტენციური ენერგიის უარყოფითი ცვლილებით განისაზღვრება. \(A = -\Delta mgh\) შენს ამოცანაში ტვირთმა ზევით აიწია 20 - 5 =15 მ-ით, პოტენციურმა ენერგიამ მოიმატა 3000 * 10 *15 = 450000 ჯ -ით, სიმძიმის ძალამ კი შეასრულა უარყოფითი (-- 450000 ჯ) მუშაობა. ---------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|