შეკითხვა:

წვიმის წვეთი რომელსაც +6.72 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ მუხტი ჰქონდა,შეერთდა წვეთთან რომლის მუხტი -10,08 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ-ის ტოლი იყო. როგორი იქნება მიღებული წვეთის მუხტი? რამდენი ზედმეტი ელექტრონი იქნება ასეთ წვეთზე?

პასუხი:

რადგანაც შეერთდა ორი წვეთი ერთ დიდ წვეთად და სისტემა დარჩა ჩაკეტილი(იზოლირებული), ამიტომ ადგილი ექნება მუხტის შენახვის კანონს: დიდი წვეთის მუხტი პატარა წვეთების მუხტების ალგებრული ჯამის ტოლი იქნება:

q = 6,72*10-17  - 10,08*10-17 = - 3,36 *10-17 

ეს უარყოფითი მუხტი გამოწვეულია ელექტრონების სიჭარბით, რომელთა რაოდენობის გასაგებად ეს მუხტი უნდა გავყოთ ერთი ელექტრონის მუხტზე(ე.წ.  ელემენტარულ მუხტზე)

N = 3,36*10-17 /1,6*10-19 = 210

----------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე