შეკითხვა:

რატომ ხდება ასე ,რომ მეტალებში ტემპერატურის გაზრდით იზრდება მისი კუთრი წინაღობა,ხოლო ნახევარგამტარების შემთხვევაში კი პირიქით ხდება?

პასუხი:

მეტალებში ტემპერატურის გაზრდისას ატომების ვიბრაცია იზრდება, რის შედეგადაც მისი წინაღობაც იზრდება. ნახევარგამტარებში კი, ტემპერატურის გაზრდით იზრდება მუხტის მატარებლების კონზენტრაცია, რადგან ტემპერატურის ზრდისას მინარევები იწყებენ იონიზაციას. რადგან მუხტის მატარებლების კონცენტრაცია იზრდება, ესე იგი, ტემპერატურის გაზრდით ნახევარგამტარის გამტარობა იზრდება, ანუ წინაღობა მცირდება.