შეკითხვა: | გამარჯობათ, მაინტერესებს რა ხდება როდესაც მეტეორი ეცემა დედამიწას, ანუ როდესაც დედამიწას უახლოვდება მისი კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება თუ არა პოტენციურად ? როდესაც უკვე ატმოსფეროში შევა მიზიდულობის ძალაც ხომ მოქმედებს და აჩქარებას ანიჭებს, ანუ პოტენციური ენერგიით გამოითვლება მეტეორის ენერგია თუ კინეტიკურით ? |
---|---|
პასუხი: | როდესა მეტეორი მოხვდება დედამიწის მიზიდულობის(გრავიტაციის) გავლენის ქვეშ იგი მზარდი სიჩქარით დაიწყებს ვარდნას დედამიწისაკენ, ანუ მისი საკმაოდ დიდი პოტენციური ენერგია დაიწყებს გადასვლას კინეტიკურში. მაგრამ უშუალოდ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას მას მოუწევს ატმოსფეროსთან ხახუნის დაძლევა- იგი შედარებით შემუხრუჭდება, ხახუნის გამო იმდენად გახურდება რომ შესაძლებელია დადამიწაზე დავარდნამდეც კი მთლიანად დაიწვას(გააჩნია ზომას) ასე რომ მეტეორის პოტენციური ენერგია ნაწილობრივ გადადის კინეტიკურ ენერგიაში, ნაწილი კი ხმარდება ატმოსფეროსთან ხახუნის წინააღმდეგ მუშაობის შესრულებას. -------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |