შეკითხვა:

ჯერ შეაფასეთ შემდეგ განსაზღვრეთ, ასროლიდან დროის რომელ მომენტში და რა სიმაღლეზე გაუტოლდება 10მ/წმ სიჩქარით ასროლილი სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ერთმანეთს? წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი:

ასროლის  სიჩქარეა   vo = 10 მ/წმ .... რადგანაც  მოძრაობის შენელება  g = 10 მ/წმ2  აჩქარებით ხდება ამიტომ სიჩქარე განულდება  1 წმ-ში და შეუყოვნებლივ გააგრძელებს ქვევით აჩქარებულ მოძრაობას 

სიმაღლის ათვლა დავიწყოთ  ასროლის წერტილიდან სადაც მას მხოლოდ  მაქსიმალური  კინეტიკური ემერგია გააჩნია     Eკინ. მაქს =  mvo2/2

  მექანიკური ენერგიის მუდმივობის გამო     mvo2/2 =  mv2/2  + mgh,   მაგრამ პირობის თანახმად  h  სიმაღლეზე  mv2/2 = mgh  (1)    ამიტომ .....   .mvo2/2  = 2mgh     აქედან    

h = vo/ 4g =  2,5 მ    შესაბამისად     სიჩქარე ამ სიმაღლეზე დავთვალოთ (1) ფორმულის დახმარებით   v2 = 2. 10. 2,5 = 5  ( მ/წმ)2     

ამ სიმაღლეზე ასვლის დრო კი უნდა დავთვალოთ    აჩქარების ფორმულიდან:

\(t = \frac{v_{0}-v}{g}=\frac{10-\sqrt{5}}{10}\approx 0,78\) წმ

-----------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე