შეკითხვა:

გამარჯობა,ამოცანაში მოცემული მაქვს ტრაქტორის მასა,ხახუნის კოეფიციენტი და უნდა ვიპოვოთ ძრავას მიერ შესრულებული მუშაობა განსაზღვრულ მანძილზე.მაინტერესებს,გამოთვლისას ხახუნის ძალა რამენაირად უნდა გავითვალისწინო? თუ კი,როგორ? წინასწარ მადლობა.

პასუხი:

საერთოდ ფიზიკაში განმარტების თანახმად მუშაობას ასრულებს ძალა.   როდესაც ამბობენ  სხეული (მაგ, ძრავა)  ასრულებს მუშაობასო უნდა მოვიაზროთ ამ სხეულის მხრიდან  განსახილველ სხეულზე მოქმედი   ძალა - ანუ შენს ამოცანაში ტრაქტორზე მოქმედი ძრავას წევის  წევის ძალა.  შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოძრაობს შენი ტრაქტორი - თანაბრად თუ აჩქარებულად (შესაძლებელია უძრავიც კი იყოს).

წარმოადგინე კონკრეტული ამოცანა და  რიგითობის მიხედვით გიპასუხებთ.

---------------------------

ოლეგი გაბრიაძე.