შეკითხვა: | როგორ შიძლება კონკრეტულად მარცხენა ხელის წესით ლორენცის ძალის მიმართულებით.ინდუქციური დენის მიმართულების განსაზღვრა გამტარში?
|
---|---|
პასუხი: | როცა გამტარი მოძრაობს B მაგნ ველში, მის თავისუფალ ელექტრონებზე მოქმედებს ლორენცის ძალა, რომლის მიმართულება განისაზღვრება მარცხენა ხელის წესით: წირები ხელის გულში უნდა შედიოდეს, ოთხი გაშლილი თითი უნდა გიჩვენებდეს ელექტრონების მოძრაობის საწინააღმდეგო(დადებითი მუხტის მოძრაობის თანმხვედრ) მიმართულებას, მაშინ 90 გრადუსით გაშლილი ცერა თითი გიჩვენებს ლორენცის ძალის მიმართულებას Fლ = evB ანუ, შენს ამოცანაში ლორენცის ძალა მოახდენს მუხტების განცალკევებას - ქვემოთ -- და ზემოთ + .ანუ, ლორენცის ძალა შეასრულებს გარეშე (არაელექტროსტატიკური) ძალის როლს- როგორსაც ქიმიური ძალები ასრულებენ სითხიან აკუმულათორებში. ''ღია'' გამტარის შემთხვევაში მის ბოლოებზე აღიძვრება მხოლოდ ინდუქციის ე.მ.ძ. და თუ მას ''ჩავკეტავთ" მაშინ აღიძვრება ინდ დენიც!!!
|