შეკითხვა: | ერთი რამ ვერ გავიგე და თუ შეიძლება ამიხსნათ. იმ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა რომელსაც სხეული ააქვს h სიმაღლეზე არის mgh. ამ ფორმულიის მიხედვით მის მიერ შესრულებული მუშაობა არ არის დამოკიდებული თავად ამ ძალის სიდიდეზე. არადა მუშაობის ზოგადი ფორმულა ხომაა F * S. ასე რატომ ხდება გთხოვთ ამიხსნათ. მადლობა წინასწარ. |
---|---|
პასუხი: | არასწორია, როცა ამბობ:... იმ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა რომელსაც სხეული ააქვს h სიმაღლეზე არის mgh. სხეულის h სიმაღლეზე ატანისას სიმძიმის ძალა ასრულებს — mgh (ჩამოტანისას კი mgh) მუშაობას და იგი არ არის დამოკიდებული ტრაექტორიის ფორმაზე. .მხოლოდ თანაბარი და ხახუნისგარეშე ატანისას, როცა F = mg არის F -ს მუშაობა mgh -ის ტოლი. მაგ. თუ ამწეს ტვირთი ზემოთ ააქვს a აჩქარებით, მაშინ მის მიერ შესრულებული მუშაობა იქნება: A = m(g + a)h ასე, რომ მუდმივი ძალის მუშაობა მართლაც ყოველთვის ტოლია: A = FSCosa სადაც a არის კუთხე ძალისა და გადაადგილების ვექტორებს შორის. ---------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|