შეკითხვა: | გამარჯობა.ინდუქცია მაგნიტური ველის მახასიათებელია,მაგრამ ვერ მივხდი,კონკრეტულად რას ნიშნავს და რასთანაა დაკავშირებული,გთოხვთ,ამიხსნათ.წინასწარ დიდი მადლობა. |
---|---|
პასუხი: | ცდები ადასტურებენ, რომ დენიანი გამტარები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. იმ შუალედურ რგოლს, რომლითაც ხორციელდება ეს ურთიერთქმედება მაგნიტურ ველს უწოდებენ - ანუ თითოეული დენი თავის გარშემო ქმნის თავის საკუთარ მაგნიტურ ველს და ვამბობთ, რომ პირველ დენზე მოქმედებს მეორის მაგნ ველი და პირიქით.... მაგნ ველის ძალურ მახასიათებლად შემოტანილია ''მაგნ ველის B ინდუქცია'', რომელიც გვიჩვენებს თუ რა ძალით იმოქმედებს ეს მაგნ ველი მასში შეტანილ სხვა დენიან გამტარზე. ამისათვის ამ მაგნ ველში B წირების მართობულად შეიტანენ L სიგრძის I დენიან გამტარს და გაზომავენ მასზე მოქმედ F ძალას ( რომელსაც ამპერის ძალასაც უწოდებენ) შემდეგ კი ამპერის ფორმულის მეშვეობით დაადგენენ B -ს მნიშვნელობას: \(B= \frac{F}{IL}\) ანუ --- თუ გვეუბნებიან რომ მაგნ ველის მოცემულ უბანში B ინდუქცია 3 ტლ(ტესლა) - აო, ეს ნიშნავს რომ ამ უბანში 1 მ სიგრძის 1 ა დენიიანი გამტარის წირების მართობულად შეტანისას ამ გამტარზე ჩვენი მაგნ ველი იმოქმედებს 3 ნ ძალით. სწორი დენიანი გამტარის მაგნ ველის ინდუქციის B წირებს კი აქვთ გამტარის მართობულ სიბრტყეში '' მარჯვენა ხრახნიანი'' კონცენტრული წრეწირების სახე (ცენტრით გამტარზე) -------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|