შეკითხვა: | მუდმივი ელექტრული დენის აღძვრისა და შენარჩუნებისათის რა არის აუცილებელი????? დენის მუშაობა ...... გამოყოფილი სითბო .....? |
---|---|
პასუხი: | მუდმივი ელექტრული დენის აღძვრისა და შენარჩუნებისათის აუცილებელია : 1) --- გამტრში არსებობდეს თავისუფალი დამუხტული ნაწილაკები. ლითონებში ეს არის თავისუფალი ელექტრონები ხოლო ელექტროლიტებში კი დადებითი და უარყოფითი იონები. 2) ---- გამტარში არსებობდეს ელექტრული ველი, რომელიც თავისუფალ დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს აიძულებს იმოძრაონ ერთი მიმართულებით ხოლო უარყოფითს კი მის საწინააღმდეგოდ. დენის მიმართულებად მიჩნეულია დადებითი მუხტის მოძრაობის მიმართულება. გაბტარში ელ ველის არსებობა კი თავისმხრივ ნიშნავს მის ბოლოებზე განსხვავებული პოტენციალების არსებობას ---ანუ ძაბვის არსებობას. დენი მიედინება მეტი პოტენციალის ბოლოდან ნაკლები პოტენციალის ბოლოსაკენ. დენის გავლისას გამტარში გამოიყოფა სითბო, რომელიც დენოს მუშაობის ტოლია: \(Q =A=UIt=\frac{U^{2}}{R}t=I^{2}Rt\) ბოლო ფორმულას ხშირად ჯოულ-ლენცის ფორმულასაც უწოდენ. -------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|