შეკითხვა:

ერთი ბურთულას  მასა არის 3m სიჩქარე v, მეორესი m და 3v. ურთიერთშემხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და გვეკითხებიან, შეჯახების შემდეგ საით იქნება ბურთულების მიმართულება? თუ შეიძლება ამიხსენით ასეთი ტიპის ამოცანები, როგორ გავაკეთო? 

პასუხი:

გააჩნია როგორი დაჯახებაა: -- დრეკადი თუ არადრეკადი, თუმც ორივე შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იმპულსის მუდმივობის კანონი: რომ შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგაც სისტემის სრული იმპულსი ინახება- მუდმივი რჩება.  იმპულსი კი ვექტორული სიდიდეა   და       P = mv  სიჩქარის მიმართულება აქვს.

სასკოლო კურსში უფრო ხშირად განიხილება  აბსოლუტურად არადრეკადი შეჯახებები - ანუ როცა სხეულები ართმანეთს  ''შეერწყმებიან''.

პირველ ბურთულას ექნება მარჯვნივ მიმართული  P1 = 3m•v  იმპულსი ხოლო მეორეს   კი მარცხნივ  მიმართული    P2 = m•3v  ანუ   P1x = - P2x   

გამოდის რომ სისტემის სრული იმპულსი შეჯახებამდე 0-ის ტოლია..... შეჯახების შემდეგაც 0 უნდა დარჩეს 

ასე რომ ართმანეთთან შერწყმული ბურთულები  უძრავნი აღმოჩნდებიან.

 

 ახლა დავუშვათ რომ პირველი  ბურთულას მასაა 5m დანარჩენი პირობა კი უცვლელი დავტოვოთ, მაშინ:

 P1x = 5mv .....P2x = - 3mv    ...... შეჯახებამდე სრული იმპულსი მიმართულია მარჯვნივ და ტოლია   P =  5mv - 3mv =  2 mv

შეჯახების შემდეგ კი  სრული იმპულსი ტოლი იქნება P =  (5m + 3m) V = 8mV

2mv = 8 mV .... ....>>>>>>  V = v/4

ანუ შერწყმული ბურთულები შეჯახების შემდეგ იმოძრავებენ მარჯვნივ   v/4 სიჩქარით

---------------------------------

ოლეგი გაბრიაძე