შეკითხვა:

გამარჯობათ. ინდუქციურობის თვისების შესწავლისას გაკვეთილში ეწერა: "დენის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის B ინდუქციის მოდული პროპორციულია დენის ძალის." არადა ამპერის ძალის შესწავლისას ვისწავლეთ ფორმულა: B=F/IL საიდანაც გამომდინარეობს რომ დენის ძალა უკუპროპორციულია ინდუქციის. იქნებ დამეხმაროთ, სად ვუშვებ შეცდომას? :(( წინასწარ მადლობა <3

პასუხი:

 

სურათზე ნაჩვენებია სწორი დენიანი პარალელური  გამტარების მაგნიტური ველის წირები და მათზე მოქმედი ძალები:  მაგ.

მარცხენა სურათზე გამოსახულია ერთმანეთისაგან  R  მანძილით დაშორებული  I1  და   I2     პარალელური  ერთნაირი მიმართულების სწორი დენიანი გამტარები. თითოეული დენიანი გამტარი თავის გარშემო ქმნის თავის მაგნიტურ ველს, რომლის მოდული დენის ძალის პროპორციულია -  ლოგიკურია რომ  მაგნიტ. ველის ინდუქცია დენიან გამტართან(''წყაროსთან'')   უფრო  დიდია:   \(B_{1}=\frac{\mu _{0}}{2\pi }\frac{I_{1}}{R}\)      და   ანალოგიურად  B\(\sim\) I2.       B1  წირები  თავის  I1 დენთან ქმნიან ''მარჯვენა ხრახნიან კონცენტრულ წრეწირებს ( მარჯვენა ხელის წესი), ანალოგიურად  B2   თავის  I2 -თან.....  

 I2  დენიანი  გამტარი მოთავსებულია  I1  დენის  B1  მაგნიტურ ველში და პირიქით ..... ამიტომ  ამპერის კანონის თანახმად   I დენიან გამტარზე იმოქმედებს  ძალა  F12 --პირველის მხრიდან მეორეზე მოქმედი ძალა.    F12   I2B1L  და  ანალოგიურად

 I1  დენიან გამტარზე იმოქმედებს  ძალა  F21 --მეორის მხრიდან პირველზე მოქმედი ძალა.    F21   I1B2L ....ცხადია რომ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ეს ძალები  მოდულით ერთმანეთის ტოლია  და მიმართულებით საპირისპირო.

ანალოგიურად შეგიძლია იმსჯელო მარჯვენა სურათის შემთხვევაშიც.....

ასე რომ შენი შეცდომა ფორმულის არასწორი ინტერპრეტაცია იყო ---   B=F/IL  ფორმულაში   B არის იმ მაგნიტური ველის ინდუქცია  რომელშიც   შეიტანეს  I  დენიანი L სიგრძის გამტარი და ამ ველმა მასზე F ძალით იმოქმედა .....   ამ ფორმულაში  I  დენი არ ქმნის  B მაგნ. ველს...... B მაგნ. ველს სულ  სხვა დენი  ქმნის -  სხვა  ''წყარო''  აქვს(თუნდაც მუდმივი მაგნიტი) 

---------------------------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე