შეკითხვა:

1. რეოსტატის ცოციის გადაადგილება როგორ ცვლის დენის წყაროს ემ ძალას, ძაბვას, დენსა და შიგა და სრულ წინაღობას?

2. საუბარია ნახევარგამტარებზე: ახსენით რატომ გადაინაცვლებს ხვრელი? ამისთვის შეადარეთ იონის უახლოესი ატომების ელექტრონებზე იონიდან და ელექტრული ველიდან მოქმედი ძალების ტოლქმედი ერთმანეთს.

გთხოვთ დამეხმაროთ :((((( <3

პასუხი:

____________________________________________________

ნახევარგამტარის ელ.ველში მოთავსებისას ელექტრონზე ველის მხრიდან მოქმედი ძალა მეტია იონის მხრიდან მოქმედ ძალაზე, ამიტომ იგი ამოვარდება სავალენტო ზონიდან და  გადავა ელექტრონული გამტარობის ზონაში  ველის საწინააღმდეგოდ.  ამის შედეგად  სავალენტო  ზონაში გაჩნდება ელექტრონის  ''ვაკანსია'' -  ადგილი რომელსაც აკლია უარყოფითი მუხტი, ანუ დამუხტულია დადებითად. ამ დადებითად დამუხტულ ''ვაკანსიურ''  ადგილს ხშირად ხვრელსაც   უწოდებენ. ელექტრონების ველის საწინააღმდეგოდ მოძრაობისას დარჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ხვრელები ველის მიმართულებით მოძრაობენ.

ამიტომ ნახევაარგამტარებს ახასიათებენ ელექტრონული და  ხვრელური გამტარობით .

********************************************

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის