შეკითხვა:

რა არის მარგი ქმედების კოეფიციენტი?

პასუხი:

მარგი ქმედების კოეფიციენტი ეწოდება სასარგებლო მუშაობის ფარდობას, სრულ შესრულებულ მუშაობასთან, თუ პროცენტებში გვჭირდება გამოსახვა, გავამრავლებთ ამ ფარდობას 100%-ზე. მაგალითად თუ ამწეკრანს ააქვს ტვირთი გარკვეულ სიმაღლეზე, სასარგებლო მუშაობა იქნება mgh, ხოლო სრული მუშაობა იქნება - ამწეკრანის მიერ შესრულებული მუშაობა, რაც mgh-ზე მეტია ხახუნის და სხვა დანაკარგების გამო.