შეკითხვა: | ვექტორი მდებარეობს X ღერძის მართობულად. რას უდრის ამ ვექტორის გეგმილი X ღერძზე?? |
---|---|
პასუხი: | რაიმე საკოორდინატო ღერძზე რაიმე მოცემული ვექტორის გეგმილი(პროექცია, კოორდინატი) ტოლია მოცემულ ღერძზე ამ ვექტორის "ბოლოსა'' და ''სათავის'' გეგმილებს(კოორდინატებს) შორის სხვაობისა: მაგ \(\overrightarrow{AB}\) ვექტორისათვის ( A სათავეა და B ბოლო ) (AB)x = Bx - Ax რადგანაც შენს შემთხვევაში ვექტორი ღერძის მართობულია, ამ ღერძზე ბოლოსაც და სათავესაც ექნებათ ერთიდაიგივე გეგმილი(კოორდინატი) რის შედეგად ვექტორის გეგმილი ამ ღერძზე 0 -ის ტოლი იქნება. |