შეკითხვა: | უსაფრთხო სამართებლის წყლის ზედაპირზე დადების შემდეგ, თუ იგი დამაგნიტებულია, შემობრუნდება და ორიენტირდება ისე, რომ ერთი ბოლო ჩრდიელოეთისკენ იქნება მიმართული. რატომ ემართება ეს მაინცდამაინც წყლის ზედაპირზე დადების შემდეგ? :(( |
---|---|
პასუხი: | როგორც ცნობილია ზედაპირული დაჭიმულობის გამო წყალი ზედაპირზე იკეთებს აპკისმაგვარ თხელ ფენას, რომელიც იმაგრებს მასზე მოთავსებულ შედარებით მსუბუქ ნივთებს. სწორედ ამიტომ სამართებელი ჩერდება წყლის ზედაპირზე. მეორესმხრივ წყლის ზედაპირზე მოთავსებული სამართლისთვის ხახუნის ძალა ძალიან მცირეა, რადგან სველი ხახუნის ძალა გაცილებით მცირეა ვიდრე მშრალი ხახუნის ძალა. ამის გამო სამართებელი მაგნიტური ველის ზემოქმედებით ადვილად შემობრუნდება წყლის ზედაპირზე, რასაც ვერ გააკეთებს ჩვეულებრივ მყარი სხეულების ზედაპირზე. |