შეკითხვა: | ელექტროქურის სპირალის სიგრძის ორჯერ შემცირებისას მოხმარებული სიმძლავრე: ა. ორჯერ გაიზარდა ბ. ოთხჯერ შემცირდა გ.ორჯერ შემცირდა დ.არ შეიცვალა იქნებ დამეხმაროთ? ვერ ვხვდები რომელია სწორი და რატომ? :( |
---|---|
პასუხი: | სპირალის სიგრძის ორჯერ შემცირება გამოიწვევს მისი წინაღობის ორჯერ შემცირებას. როგორც წინა ამოცანაში აღნიშნავდი, მის მიერ მოხმარებული დენის სიმძლავრის ფორმულები შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამი ვარიანტით: P = UI .....(1) ...........P = I2R ....(2) ..........P = U2/ R .......(3) და რადგანაც საუბარია ელექტროქურაზე, სავარაუდოდ მას ყველა შემთხვევაში რთავენ ერთიდაიგივე ძაბვაზე –( დიდი ალბათობით 220 ვ –ზე) თუმც ჯობდა ამის თაობაზე ამოცანის პირობაშიც ყოფილიყო შესაბამისი მითითება. მოხმარებული სიმძლავრეების შესადარებლად ცხადია ჯობს გამოიყენო მე – ფორმულა
|