შეკითხვა: | Q=I2RT da Q=U2T/R ორივე ხომ ერთი და იგივე სიდიდეა, მაგრამ პირველ შემთხვევაში წინაღობა გამოყოფილი სითბოს პროპორციულია მეორე შემთხვევაში კი უკუპროპორციული. ეს ფორმულები განსხვავებულ სიტუაციებში უნდა გამოვიყენოთ? |
---|---|
პასუხი: | პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციო იმ აუცილებელ ფაქტს, რომ გამტარის წინაღობა არ არის დამოკიდებული არც მასში გამავალ დენის ძალაზე და არც მის ბოლოებზე არსებულ ძაბვაზე და მითუმეტეს არც გამოყოფილ სითბოზე – იგი მხოლოდ გამტარის ნივთიერების გვარობაზე, მის გეომეტრიულ ზომებსა და ასევე ტემპერატურაზე არის დამოკიდებული და მოცემული კონკრეტული გამტარისათვის მუდმივია. ფორმულები უნდა გამოიყენო სიტუაციის შესაბამისად – თუ რა მოცემულობის წინაშე დგახარ:. სიმძლავრეების შესადარებლად მიმდევრობითი შეერთებისას სჯობს გამოიყენო Q=I2RT ფორმულა, რადგანაც ამ დროს ყველა გამტარში გამავალი დენის ძალა ერთიდაიგივეა. პარალელური შეერთებისას კი Q=U2T/R ფორმულა, რადგანაც ამ დროს გამტარებზე ძაბვა ერთიდაიგივეა.
|