შეკითხვა: | 1.როგორ შეიცვლება 25ვტ სიმძლავრის ნათურას კაშკაში თუ მასთან მიმდევრობით მიერთებულ 100ვტ სიმძლავრის ნათურას შევცვლით 60 ვატიანი ნათურათი? როგორ იცვლება ამ დროს სისტემის მიერ მოხმარებული ენერგია? 2. როცა გვაქვს მოცემული 220 ვოლტი ძაბვის ქსელი და მიმდევრობით შეერთებული ნათურები, მაშინ გამოდის რომ ძაბვაც და დენიც მუდმივია? აი მაგალითად: მიმდევრობით შეერთებულია ორი ნათურა. I=2ა. U=220ვ. R1=10ომი, R2=20ომი. ჩვენ ვიცით რომ I=U/R თუმცა თუ რიცხვებს ჩავსვავთ ასე ნამდვილად არაა. აქ რა ხდება, გამავალი და მოხმარებული დენი სხვადასხვაა თუ..?? ვერ მივხვდი იქნებ დამეხმაროთ :(( წინასწარ მადლობთ |
---|---|
პასუხი: | 1. ამოცანის პირობა არ არის სრულყოფილი, რადგანაც ნათურაზე სიმძლავრის მითითებისას აუცილებელია ძაბვის მითითებაც – ანუ თუ რა ძაბვისას ხდება ნათურას მიერ აღნიშნული სიმძლავრის მოხმარება. თუმც სავარაუდოდ ალბათ იგულისხმება, რომ სამივე ნათურა ერთიდაიგივე ძაბვაზეა გათვალისწინებული და ყველა შემთხვევაში აღნიშნული სქემების ჩართვა ხდება ერთიდაიგივე ძაბვაზე. ამ შემთხვევისათვის წინაღობების შესადარებლად უმჯობესია გამოვიყენოთ P = U2/ R ფორმულა –ანუ ყველაზე დიდი წინაღობა გააჩნია 25 ვტ –იან ნათურას და ყველაზე მცირე კი 100 ვტ –იანს. რის გამოც 100 ვტ–იანი ნათურის 60 ვტ –იანით შეცვლა გამოიწვევს სრული წინაღობის გაზრდას რაც თავის მხრივ გამოიწვევს სრული დენის ძალის შემცირებას და შესაბამისად 25 ვტ –ანი ნათურას სიკაშკაშის შესუსტებას.--( P = I2R). შესაბამისად შემცირდება სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაც (Q = UIt) 2. როდესაც 220 ვ ძაბვის ქსელში მიმდევრობით ჩავრთავთ R1=10ომი და R2=20ომი წინაღობის ნათურებს, ორივეში გაივლის ერთიდაიგივე 220/(10+20) = 7,333.... ა დენი. პირველი ნათურას ბოლოებზე ძაბვა აღმოჩნდება 73,33.... ვ , ხოლო მეორის ბოლოებზე კი 146, 66..... ვ ( ჯამში 220 ვ) – ანუ ეს 220 ვ ძაბვა მათზე პროპორციულად გადანაწილდა.
|