შეკითხვა: | მიმდევრობითი შეერთებისას დიდი წინაღობის გამტარის ბოლოებზე ძაბვა: ა. ყველაზე მეტია ბ. ყველაზე ნაკლებია გ. ისეტივეა როგორც დანარცჰენი გამტარების ბოლოებზე დ. ყველაზე მეტია თუ ეს გამტარი წრედის დასაწყისშია ჩართული, ყველაზე ნაკლები თუ ბოლოშია ჩართული მე ვფიქრობ გ.-ს რადგან u=IR და რამდენადაც დიდია R იმდენად მცირეა I. სწორია ჩემი მსჯელობა? და თუ სწორია მაშინ რა გამოდის ძაბვა ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მუდმივია? |
---|---|
პასუხი: | შენი მსჯელობა გამტართა პარალელური შეერთებისათვის არის მართებული – ამ დროს ძაბვა ყოველ ''შტოზე'' ერთიგაიგივეა, რის გამოც დიდი წინაღობის შტოში ნაკლები დენი გადის, კერძოდ ეს დამოკიდებულება უკუპროპორციაა: ––– \(\frac{I_{1}}{I_{2}}=\frac{R_{2}}{R_{1}}\) მაგრამ გამტართა მიმდევრობითი შეერთებისას უკვე დენის ძალაა ერთიდაიგივე ყოველ წინაღობაში, რის გამოც დიდი წინაღობის გამტარზე შესაბამისად პროპორციულად დიდი ძაბვა მოდის: \(\frac{U_{1}}{U_{2}}=\frac{R_{1}}{R_{2}}\) |