შეკითხვა: | 10 კგ მასის სხეული დევს მაგიდაზე,რომელთან ხახუნის კოეფიციენტი 0.1 ის ტოლია.მასზე მოდებულია 7ნ ჰორიზონტალური ძალა.რა მინიმალური ძალით უნდა მოვქაჩოთ სხეულს ვერტიკალურად ზევით,რომ ის ადგილიდან დაიძრას?.მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | მოც: m = 10 კგ ........ Fწევ = 7 ნ .......... \(\mu\) = 0,1 ...... g =10 მ / წმ2 ---------------------------------------------------------––––––––––––––––––––– Q მინ = ? სხეულის მოძრაობისათვის საჭიროა წევის ძალა აღემატებოდეს (ან უტოლდებოდეს ) უძრაობის ხახუნის ძალის მაქსიმალურ მნიშვნელობას Fწევ \(\geq\) \(\mu\) Pn ...............საწყისი მდგომარეობისათვის წნევის Pn ძალა სხეულის წონის ტოლია Pn = mg , რის გამოც აღნიშნული პირობა არ სრულდება . იმისათვის, რომ სხეული ამოძრავდეს საჭიროა ან 1) – წევის ძალის გაზრდა ან 2) –საყრდენზე წნევის ძალის შემცირება. ამოცანის პირობაში ჩვენ გვთავაზობენ მე–2) შემთხვევას... ამიტომ სხეულს უნდა მოვდოთ ზევით მიმართული რაღაც Q ძალა, რის შედეგადაც საყრდენზე დაწოლის ძალა შემცირდება – სხეული ,,შემსუბუქდება''.....Pn = mg – Q ........... ასე, რომ Fწევ \(\geq\) \(\mu\)( mg – Q ) ....საიდანაც Q \(\geq\) mg – (Fწევ /\(\mu\)) პასუხი : .....Qმინ = mg – (Fწევ /\(\mu\))
. |